„ნაპოლი“ გატუზოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს
„ნაპოლი“ გატუზოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

„ნაპოლის“ ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ჯენარო გატუზოსთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს, – იუწყება ცნობილი სპორტული მიმომხილველი ნიკოლო სირა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, „ნაპოლი“ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტის 2023 წლამდე გაფორმებას აპირებს და გატუზოსთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს.

ჯენარო გატუზოს მიმდინარე კონტრაქტი ნეაპოლელებთან მომავალი წლის ზაფხულში იწურება.

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის 31 ტურის შემდეგ, 51 ქულით სატურნირო ცხრილის მეექვსე ადგილზე იმყოფება.