„ნაპოლი“ დრის მერტენსს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
„ნაპოლი“ დრის მერტენსს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

„ნაპოლის“ ხელმძღვანელობას სურს, რომ დრის მერტენსი, რომელთანაც კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისამდეა ძალაში, გუნდში შეინარჩუნოს. როგორც იტალიური პრესა იუწყება, კლუბმა 32 წლის ბელგიელს შეთანხმების კიდევ ორი წლით გახანგრძლივება შესთავაზა.

„ნაპოლი“ მზად არის, ახალი კონტრაქტის თანახმად, ფეხბურთელს წელიწადში 4.5 მილიონი ევრო უხადოს. ამასთანავე, ფეხბურთელს ორი ბონუსის მიღების შანსი აქვს – 5 მილიონი ევროსი, თუ 10 გოლზე მეტს გაიტანს და 5.5 მილიონის, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავა.

იტალიური გუნდის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მერტენსი ამ წინადადებას მიიღებს.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ბელგიელის გადაბირებით მილანის „ინტერია“ დაინტერესებული.

დრის მერტენსი „ნაპოლის“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს. წელს ბელგიელმა ყველა საკლუბო ტურნირში 29 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლი გადაცემა გააკეთა.