„ნაპოლი“ დანილოს დამატებას მხოლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით განიხილავს #1TVSPORT
„ნაპოლი“ დანილოს დამატებას მხოლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით განიხილავს #1TVSPORT

„ნაპოლი“ ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანის, დანილო პერეირას დამატებას მხოლოდ თავისუფალი აგენტის სტატუსით განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო ავრცელებს.

დანილოს კონტრაქტი „იუვენტუსთან“ ივნისში იწურება, თუმცა ფეხბურთელსა და კლუბს ერთმანეთთან განშორება სურთ. ამავდროულად, ტურინული გრანდის მიზანია, ბრაზილიელის სანაცვლოდ გარკვეული თანხა მიიღოს.

„ნაპოლის“ დანილოსადმი ინტერესის შესახებ იტალიურ მედიაში ცოტა ხნის წინ დაიწერა. აურელიო დე ლაურენტისი მზადაა, ფეხბურთელს მხოლოდ კონტრაქტის გაფორმებისთვის მისცეს ბონუსი.

33 წლის დანილო კარიერის მანძილზე „სანტოსის“, „პორტუს“, მადრიდის „რეალის“ და „მანჩესტერ სიტის“ ღირსებასაც იცავდა.