„ნაპოლი“ და ვიქტორ ოსიმენი ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან #1TVSPORT
Victor Osimhen of SSC Napoli during the Serie A TIM match between SSC Napoli and Udinese Calcio at Stadio Diego Armando Maradona Naples Italy on 27 September 2023. (Photo by Franco Romano/NurPhoto via Getty Images)
იტალიური გამოცემის Il mattino-ს ინფორმაციით, „ნაპოლი“ ახლოსაა, ნიგერიელ თავდამსხმელთან, ვიქტორ ოსიმენთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.
ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით იტალიური კლუბი ფეხბურთელის აგენტთან დიდი ხანია მოლაპარაკებებს აწარმოებს.
გამოცემის ცნობით, ოსიმენთან ახალი ხელშეკრულება 2024 წლის იანვარში დაიდება, სანამ ის სათამაშოდ აფრიკის თასზე წავა ნიგერიის ნაკრების შემადგენლობაში.
ფეხბურთელი „ნაპოლიში“ 2027 წლის ივნისამდე დარჩება და მისი ანაზღაურება სეზონში 10 მილიონი ევრო იქნება. ამჟამინდელი ხელშეკრულება ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლისთან“ 2025 წელს ეწურება.
შეგახსენებთ, რომ ნიგერიელი მოთამაშე გასულ წელს იტალიის სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა 26 გოლით და ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად „ნაპოლის“ ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა.