„ნაპოლი არეა“ - კლოპის სკაუტის ყველაზე მეტი ჩანაწერი ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა #1TVSPORT
„ნაპოლი არეა“ - კლოპის სკაუტის ყველაზე მეტი ჩანაწერი ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა #1TVSPORT

7 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ლივერპული“ იტალიაში „ნაპოლის“ ესტუმრება. იტალიური გამოცემა „ნაპოლი არეას“ ცნობით, სერია „ა“-ს ბოლო ტურის შეხვედრას რომში „ლაციოსა“ და „ნაპოლის“ ინგლისური კლუბის მწვრთნელის, იურგენ კლოპის წარმომადგენელი დაესწრო და ამტკიცებს, რომ ყველაზე მეტი ჩანაწერი ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა და ქართველი ფეხბურთელი კლოპს ყველაზე მეტად აღელვებს.

კლოპინაპოლიმ“ დააფიქრა

„იურგენ კლოპს ჩემპიონთა ლიგაზე ლუჩიანო სპალეტის „ნაპოლის“ ეშინია. ლივერპულის მენეჯერმა კარგად იცის, რომ ამ გუნდის არდაფასება დაუშვებელია. ახლაც კი, როცა მათ სათადარიგოთა სკამზე აღარაა კარლო ანჩელოტი (2018-2019 წლების „ნაპოლის“ მწვრთნელი იყო), გერმანელი მწვრთნელისთვის უხერხული მოწინააღმდეგე.

კლოპმა კარგად იცის, რომ „ნაპოლი“, რომელმაც 2019 წელს „ლივერპული“ დაამარცხა, ბევრით არ განსხვავდებოდა დღევანდელი გუნდისგან, რადგან შეინარჩუნა ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ალექს მერეტი, ჯოვანი დი ლორენცო, მარიო რუი, პიოტრ ზიელინსკი და ირვინგ ლოზანო, რომლებიც იმ შემადგენლობაში იყვნენ, ვინც მის გუნდს არაერთი უსიამოვნება მიაყენა.

გასაკვირი არ არის, რომ კლოპი თავის წარმომადგენელს გამოაგზავნიდა რომში „ლაციო“-„ნაპოლის“ თვალყურის სადევნებლად. „წითლების“ სკაუტი შეადგენდა დეტალურ ანგარიშს, სადაც ერთ ფაქტზე იქნებოდა ყურადღება გამახვილებული: მისთვის მოულოდნელი იქნებოდა, რომ „ნაპოლი“ მთელი მატჩი პრესინგით ითამაშებდა. ეს ის ასპექტია, რომელიც ინგლისური კლუბის მენეჯერს მშვიდად არ დააძინებს.

გარდა ამისა, იურგენ კლოპის სკაუტი მრავალ ჩანაწერს გააკეთებდა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, რომელიც „ლურჯების“ საჭადრაკო დაფის შეტევის ნამდვილ „ქვემეხად“ და ყველაზე საშიშ ელემენტად ჩაითვლებოდა“ – წერს „ნაპოლი არეა“.