„ნაპოლი“ ალესიო ძერბინის იჯარის წესით „ვენეციაში“ გაუშვებს #1TVSPORT
„ნაპოლი“ 25 წლის იტალიელ თავდამსხმელს, ალესიო ძერბინის იჯარის წესით საფეხბურთო კლუბ „ვენეციაში“ გაუშვებს, – ინფორმაციას სპორტული ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო ავრცელებს.
ძერბინი „ნაპოლიში“ 2017 წლიდან ირიცხება, ის იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა, თუმცა ისეთი კარიერა ვერ გამოუვიდა, როგორსაც უწინასწარმეტყველებდნენ.
„პარტენოპეიმ“ იტალიელი ფეხბურთელი იჯარით რამდენჯერმე გაუშვა, ხოლო უშუალოდ „ნაპოლის“ რიგებში მას სერია A-ში მხოლოდ 18 ჩატარებული შეხვედრა დაუგროვდა.
ძერბინი „ვენეციას“ რამდენიმე დღეში შეუერთდება და ამ გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება.