ნაომი ოსაკას რეპერთან რომანი აქვს
ნაომი ოსაკას რეპერთან რომანი აქვს

ინტერნეტგამოცემა თი-ემ-ზის (TMZ) ინფორმაციით, მსოფლიოს პირველი ჩოგანი, იაპონელი ნაომი ოსაკა 21 წლის რეპერ კორდეი დენსტონს (YBN Cordae) ხვდება.

ბოლო დროს, ჩოგბურთელი და მუსიკოსი ბევრ დროს ატარებდნენ ერთად. ისინი არ ხვდებიან ერთმანეთს ოფიციალურად, მაგრამ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ოსაკა და კორდეი უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ თავიანთი ურთიერთობის შესახებ.

ცოტა ხნის წინ, ოსაკამ დანსტონთან ერთად გადაღებული ვიდეო განათავსა ინსტაგრამში, სადაც ორივე ძალიან ბედნიერად გამოიყურება.