ნაომი ოსაკამ 37 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ქალთა სპორტის ახალი რეკორდი დაამყარა
ნაომი ოსაკამ 37 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ქალთა სპორტის ახალი რეკორდი დაამყარა

მსოფლიოს მეათე ჩოგანმა ნაომი ოსაკამ ახალი რეკორდი დაამყარა ქალ სპორტსმენებს შორის ფინანსური შემოსავლის მიხედვით, – დაწერა ავტორიტეტულმა ჟურნალმა „ფორბსმა“.

22 წლის იაპონელმა ერთ წელიწადში 37.4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და 29-ე ადგილი დაიკავა 100 ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენს შორის.

ოსაკას 1.4 მილიონი დოლარით ჩამორჩა ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი. ის რეიტინგში 33-ე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა 2016 წლის შემდეგ, როცა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების TOP100-ში ორი ქალი მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ოსაკამ აშშ-ის და ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო.