ნაომი ოსაკა პირველ ჩოგნად რჩება

13:41, 29.03.2019

რუმინელმა ჩოგბურთელმა სიმონა ჰალეპმა ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა – დაებრუნებინა ქალთა რეიტინგში პირველი პოზიცია.

ჰალეპს კლასიფიკაციაში ლიდერობისთვის მაიამის ტურნირზე ფინალში გასვლა სჭირდებოდა, მაგრამ ნახევარფინალში ორ სეტში დამარცხდა ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან – 5:7, 1:6.
ასე რომ, იაპონელი ნაომი ოსაკა, ჯერჯერობით, შეინარჩუნებს მსოფლიოს პირველი ჩოგანის სტატუსს.

პლიშკოვას მეტოქე ფინალში ავსტრალიელი ეშლი ბარტი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ესტონელ ენ კონტავეიტს 6:3, 6:3 მოუგო. ფინალური მატჩი შაბათს გაიმართება.

მსგავსი