ნანტში ყვითელჟილეტიანების აქცია პოლიციამ დაშალა

ყვითელჟილეტიანების აქცია ნანტში პოლიციამ დაშალა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, სამართალდამცველებმა ნიღბიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. არიან დაშავებულები.

ყვითელჟილეტიანების აქცია საფრანგეთში უკვე 26-ედ გაიმართა. როგორც „როიტერი“ წერს, დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ.

აქციები გაიმართა ტულუზასა და ბორდოშიც. პოლიციამ 70-ზე მეტი აქტივისტი დააჯარიმა და 11 დააკავა.

მოძრაობის მომხრეები შეიკრიბნენ პარიზშიც. საფრანგეთის შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, აქტივისტების რიცხვი 18 ათასზე მეტი იყო. საფრანგეთის დედაქალაქში აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა. თავად ყვითელჟილეტიანები ამბობენ, რომ 11 მაისს გამართულ აქციას 37 ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა. მათივე თქმით, პარიზში მრავალრიცხოვანი აქციის გამართვას ხელი წვიმამ შეუშალა.