ნანა ძაგნიძის ყაიმი და ბელა ხოტენაშვილის მარცხი სენტ-ლუისში
ნანა ძაგნიძის ყაიმი და ბელა ხოტენაშვილის მარცხი სენტ-ლუისში

აშშ-ს ქალაქ სენტ-ლუისში მიმდინარე ტურნირის მე-5 ტურში საქართველოს ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე შავი ფიგურებით გერმანელ ელიზაბეტ პეტცს (2466) დაუპირისპირდა და შეხვედრა ყაიმით დაასრულა.

ნანა ძაგნიძეს 2.0 ქულა აქვს და მეექვსე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს, მეექვსე ტურში ის თეთრი ფერის ფიგურებით აშშ-ს სახელით მოთამაშე ანა ზატონსკიხთან (2428) ითამაშებს.

ტურნირის მეორე ქართველმა მონაწილე ბელა ხოტენაშვილმა მსოფლიოს ექს-ჩემპიონთან და ტურნირის ლიდერ ალექსანდრა კოსტენიუკთან (2532) წააგო.

მე-6 ტურში ბელა შავებით სებაგს დაუპირისპირდება.