ნანა ძაგნიძემ სენტ ლუისის ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულა
ნანა ძაგნიძემ სენტ ლუისის ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულა

სენტ ლუისში გამართული პრესტიჟული საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული 7 ქულით რუსი ვალენტინა გუნინა (2501) გახდა. მან საპრიზო 150 ათასი დოლარიდან 40 ათასი მიიღო. მეორე ადგილზე მისი თანამემამულე მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, ალექსანდრა კოსტენიუკი (2532) გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ამერიკელი ირინა კრუშმა (2435) დაიკავა.

ქეირნს ქაფის“ (Cairns Cup) მეოთხე საფეხურზე საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2513) გავიდა, რომელმაც მეცხრე ტურში თანამემამულე ბელა ხოტენაშვილი დაამარცხა.