ნანა ძაგნიძემ მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა | ჭადრაკი
ნანა ძაგნიძემ მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა | ჭადრაკი
შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გრძელდება მსოფლიო გრან-პრის გათამაშების მესამე ეტაპი, სადაც წარმატებით ასპარეზობს ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი ნანა ძაგნიძე.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა მეცხრე ტურში მსოფლიო ჩემპიონი ცზუ ვენცუნი დაამარცხა და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
ხუთშაბათს მეათე ტურში ძაგნიძის მეტოქე ევროპის ჩემპიონი ალინა კაშლინსკაია იქნება.
ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო გრან-პრის გათამაშებას ორი ეტაპის შემდეგ 293 ქულით ჰამპი კონერუ 293 ლიდერობს.