ნანა ძაგნიძე ქალ მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტთა ტურნირის მეხუთე ტურში დამარცხდა
ქართველი დიდოსტატი ნანა ძაგნიძე ყაზანში ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტთა ტურნირის მეხუთე ტურში დამარცხდა. ნანა ძაგნიძემ შავი ფერის ფიგურებით მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკთან 42-ე სვლაზე წააგო 3,5 ქულით და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადმოინაცვლა. ლიდერი ალექსანდრა გორიაჩკინაა, რომელმაც მეხუთე ტურში თეთრებით ტან ჟონს მოუგო.
დღეს ნანა ძაგნიძე თეთრი ფერის ფიგურებით ლიდერ გორიაჩკინას დაუპირისპირდება.
1. ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი) – 4 ქულა
2. ნანა ძაგნიძე (საქართველო) – 3,5
3. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) – 2,5
4. ტან ჟონი (ჩინეთი) – 2,5
5. კატერინა ლაჰლო (რუსეთი) – 2,5
6. ვალენტინა გუნინა (რუსეთი) – 2
7. ანა მუზიჩუკი (უკრაინა) – 1,5
8. მარია მუჟიჩუკი (უკრაინა) – 1,5