ნანა ძაგნიძე მესამე ადგილზეა

22:16, 09.06.2019

ქართველი დიდოსტატი ნანა ძაგნიძე ყაზანში ქალ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტთა ტურნირის სატურნირო ცხრილში 8 ტურის შემდეგ 4 ქულით მესამე ადგილზეა.

ორშაბათს ნანა ძაგნიძე მეცხრე ტურში თეთრი ფერის ფიგურებით ანა მუზუჩუკის მეტოქე იქნება.

სატურნირო ცხრილს 6,5 ქულით ალექსანდრა გორიაჩკინა ლიდერობს.

მსგავსი