ნანა ძაგნიძეს „კაისას“ თასი გადასცეს
ნანა ძაგნიძეს „კაისას“ თასი გადასცეს

„ფიდე“-მ ნანა ძაგნიძე 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ქალ მოჭადრაკედ დაასახელა და „კაისას“ თასი გადასცა.

„კაისას თასი“ ყოველწლიური ჯილდოა, რომელიც ყოველ გაზაფხულს, გასული წლის საუკეთესო მოთამაშეს გადაეცემა.

ხმის მიცემა ორ ეტაპად იყოფა –

პირველ ეტაპზე მოთამაშე, რომელსაც 2300-ზე მეტი სარეიტინგო ქულა აქვს და ითამაშა 10-ზე მეტი სარეიტინგო შეხვედრა, გზავნის აპლიკაციას, რომლითაც ჯილდოზე საკუთარ თავს წარადგენს. აგრეთვე, ყველა ქალ მოთამაშეს, რომელსაც 2400-ზე მეტი სარეიტინგო ქულა აქვს, შეუძლია სამი მოთამაშის წარდგენა, გადაწყვეტილების მიღების წლის 20 თებერვლამდე.

მეორე ეტაპის დროს კი „ფიდე“-ს კომიტეტები (ქალთა ჭადრაკის კომიტეტი და მსოფლიო ჩემპიონატებისა და ოლიმპიადის კომიტეტი) ხმის მიცემის გზით გამარჯვებულის ვინაობას ადგენენ.

გამარჯვებულია კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს.