ნამდვილი ტრილერი და გუნდური ჩხუბი ბოლნისში - არბიტრმა ოთხი მოთამაშე გააძევა, „სიონმა“ ქულა გადაარჩინა
ნამდვილი ტრილერი და გუნდური ჩხუბი ბოლნისში - არბიტრმა ოთხი მოთამაშე გააძევა, „სიონმა“ ქულა გადაარჩინა

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-15 ტურში ისეთი ამბავი მოხდა, რომლის მსგავსიც ქართულ ლიგაში დიდი ხანია არ მომხდარა – მთავარმა არბიტრმა „რუსთავისა“ და ბოლნისის „სიონის“ შეხვედრაში მოედნიდან ოთხი მოთამაშე გააძევა.

ამ დროისთვის „რუსთავი“ 0:3-ს იგებდა. გუნდური ჩხუბი სტუმართა მესამე გოლის შემდეგ დაიწყო, რომლის მოთავეებიც იყვნენ ლაშა ქოჩლაძე, ლუკა გადრანი (ორივე „რუსთავი“), დავით თარგამაძე და ვილი ისიანი (ორივე – „სიონი“).

შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა ოთხივეს 64-ე წუთზე წითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.

„რუსთავი“ 0:3-ის იგებდა. სტუმრები ზაზა ციცქიშვილის (5), ლაშა ქოჩლაძისა (11) და ლუკა სილაგაძის (61) გოლებით დაწინაურდნენ. მაგრამ ბოლო ექვს წუთში ბოლნისელებმა სასწაული მოახდინეს და სამ ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს დავით კირკიტაძის (84), ზურაბ ჯაფიაშვილის (88. ავტოგოლი) და ლევან ხმალაძის (90+1) გოლებით. ეს დაძაბული, ნერვიული და სანახაობრივი შეხვედრა ფრედ ანგარიშით, 3:3 დასრულდა.