ნამაიუნასმა ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა [ვიდეო] #1TVSPORT
ნამაიუნასმა ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა [ვიდეო] #1TVSPORT

ლიეტუვური წარმოშობის ამერიკელმა მებრძოლმა, როუზ ნამაიუნასმა UFC 261 – ის ერთ-ერთ უმთავრეს დაპირისპირებაში ჩინელი მეტოქე, ვეილი ჟანგი დაამარცხა.

პირველი რაუნდის პირველსავე წუთში ნამაიუნასმა მოწინააღმდეგეს გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა და შეხვედრა მალევე დაასრულა.

პარტერში გადასული ბრძოლა (როუზის სრული უპირატესობის ფონზე) მსაჯმა შეწყვიტა და ნამაიუნასის გამარჯვება გამოაცხადა.

ამერიკელმა მებრძოლმა ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა, რომელიც ჯესიკა ანდრადესთან დაპირისპირებაში ორი წლის წინ, (2019-ში) დაკარგა.