ნამაიუნასისა და ანდრადეს ბრძოლა აბუ დაბის დღევანდელ ქარდზე საუკეთესოდ აღიარეს
ნამაიუნასისა და ანდრადეს ბრძოლა აბუ დაბის დღევანდელ ქარდზე საუკეთესოდ აღიარეს

UFC 251-ის ტურნირზე, რომელიც აბუ დაბის „საბრძოლო კუნძულზე“ იმართება, მთავარი მოვლენა კამარუ უსმანისა და ხორხე მასვიდალის დაპირისპირება იყო, თუმცა ქარდის საუკეთესო სანახაობად ნამაიუნასისა და ანდრადეს ბრძოლა აღიარეს.

შეხვედრა მაყურებლების გარეშე და ექიმების რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.

გოგონების მძიმე და სისხლიანი ბრძოლა სამი რაუნდი გაგრძელდა. მსაჯების გაყოფილი ხმებით (29:28, 28:29, 29:28) გამარჯვება როუზ ნამაიუნასმა იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ ნამაიუნასისა და ანდრადეს წინა დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა.