ნაკრებში მხოლოდ ყაზაიშვილს ელიან - კვირკველია და კობახიძე ინდივიდუალურად ემზადებიან #1TVSPORT
ნაკრებში მხოლოდ ყაზაიშვილს ელიან - კვირკველია და კობახიძე ინდივიდუალურად ემზადებიან #1TVSPORT

„ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ფაქტობრივად, სრული შემადგენლობით ივარჯიშა – ერთა ლიგის მატჩებისთვის დაწყებული შეკრების მეოთხე დღეს ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით სავარჯიშო პროცესში 28 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

26-მა ფეხბურთელმა სრული დატვირთვით ივარჯიშა, ხოლო საბა კვირკველია და მამუკა კობახიძე ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან. საწვრთნელი პროცესი კვლავ ვაკო ყაზაიშვილის გარეშე მიმდინარეობს. სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი საკლუბო მატჩის შემდეგ, თბილისში 29 მაისს ჩამოვა.

საქართველოს ნაკრების სია ერთა ლიგის მატჩებისთვის:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

დაცვა: გოგა ჩაბრაძე, მამუკა კობახიძე, ირაკლი აზაროვი (სამივე – დინამო, ბათუმი, საქართველო) გურამ კაშია(სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), დავით ხოჭოლავა(კოპენჰაგენი, დანია). ლუკა ლოჩოშვილი(ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი(ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა კვირკველია (გაგრა, საქართველო)

ნახევარდაცვა: ზურიკო დავითაშვილი, ლადო მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი (სამივე – დინამო, ბათუმი, საქართველო), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე(ჰამბურგი, გერმანია), გიორგი აბურჯანია(ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა)

თავდასხმა: ხვიჩა კვარაცხელია (დინამო, ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი (ვისლა, კრაკოვი, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე(უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ბექა მიქელთაძე (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), გიორგი მიქაუტაძე(სერენი, ბელგია)