ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კვარაცხელიას მიმართა - ჩემი თხოვნა და დარიგება იქნება, გააგრძელოს საკუთარ თავზე მუშაობა #1TVSPORT
ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა კვარაცხელიას მიმართა - ჩემი თხოვნა და დარიგება იქნება, გააგრძელოს საკუთარ თავზე მუშაობა #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ჩართვისას ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ჩაკვეტაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

„ეს ორი ფეხბურთელი იმსახურებს, რომ უკეთესი დონის კლუბსა და ჩემპიონატში თამაშობდნენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ის არ გააკეთო, რაც გასაკეთებელია. უნდა გააგრძელონ შრომა და თამაში, ჯერ გუნდში გამოიჩინონ თავი და მერე საზღვარგარეთ კარი ყოველთვის ღია იქნება.

– მეც ბევრი რამ გამიგია, რომ (ხვიჩათი) ბევრი გუნდიაო დაინტერესებული, მაგრამ ვუყურებ, რომ ბიჭი ყაზანშია. იქ ერთ-ერთი კარგი მწვრთნელია ლეონიდ სლუცკი და მასთან, მე მგონია, უფრო უკეთ ითამაშებს. ის, რომ შანსი ჰქონდა და არ გაუშვეს, არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე მუშაობას შეეშვას. უნდა გააგრძელოს თამაში. ალბათ, მოვა დრო და წავა.

– ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ხალხმა, ვინც ხვიჩას გვერდითაა, აუხსნას, რომ დღეს „რუბინის“ ფეხბურთელია და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, რაც უფრო კარგად ითამაშებს, მით უკეთეს გუნდში გადავა. ჯერ ახალგაზრდაა, თამაშს ახლა იწყებს. ჩემი თხოვნა და დარიგება ისაა, გააგრძელოს საკუთარ თავზე მუშაობა ვარჯიშზე და ვარჯიშის შემდეგაც. ყველანაირი პოტენციალი აქვს, იმის გამო გაბრაზება, რომ არ გაუშვეს, არ დაეხმარება. ეს არც მის მომავალს არ გამოადგება და მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს.

– ჩაკვეტაძე ახალგაზრდა ბიჭია, მთელი საფეხბურთო კარიერა წინ აქვს და რა თქმა უნდა, მიხარია, რომ მოედანს დაუბრუნდა. კონფერენს ლიგაზე ჩვენთან არ უთამაშია, რადგან მაშინ ტრავმირებული იყო. იმედია, ის ფორმაში ჩადგება და საქართველოს ნაკრებს დაეხმარება.

– სხვათა შორის, კარგია, რომ ახლა ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები არიან, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ. ჩვენს პერიოდში ბევრი იყო არათუ უთამაშებელი, არამედ, უგუნდოც და იძულებულები ვიყავით, მოგვეწვია“.

დატოვე კომენტარი