ნაკრების ექს-მეკარე წავიდა - „ლოკომოტივი“ თევდორაძეს დაემშვიდობა #1TVSPORT
ნაკრების ექს-მეკარე წავიდა - „ლოკომოტივი“ თევდორაძეს დაემშვიდობა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივმა“ მეკარე ოთო გოშაძე დაიმატა, მთავარ მეკარეს, რევაზ თევდორაძეს კი დაემშვიდობა – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„თბილისის „ლოკომოტივი“ რევაზ თევდორაძემ დატოვა. თევდორ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის და წარმატებები“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

34 წლის თევდორაძემ მიმდინარე სეზონში გუნდის კარი 11 შეხვედრაში დაიცვა. ის „ლოკომოტივში“ 2017-18 წლებშიც თამაშობდა, გუნდში კი 2021 წელს დაბრუნდა და ერთ-ერთი იშვიათი მათგანი იყო, ვინც გუნდი დეკემბერში წარმოქმნილი ფინანსური კრიზისის დროს არ მიატოვა.

გამოცდილ მეკარეს არაერთ ქართულ გუნდში უთამაშია – „თბილისში“, გორის „დილაში“, „გაგრაში“, ბათუმის „დინამოში“, საჩხერეს „ჩიხურაში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „სამტრედიაში“, ზუგდიდის „დინამოში“, თბილისის „მერანში“, ასევე ლატვიურ რიგასოლიმპსში“ და ბაქოს „ინტერში“. 2006-2009 წლებში საქართველოს ნაკრებში იწვევდნენ, რომლის ფორმითაც ერთი მატჩი გამართა.

სად გააგრძელებს კარიერას თევდორაძე, უცნობია. შეგახსენებთ, რომ „ლოკომოტივი“ მანამდე დავით სამურკასოვმაც დატოვა და კარიერის ასაწყობად საბერძნეთში გაემგზავრა.