ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი პოლონელი იან ბლაჰოვიჩია
ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი პოლონელი იან ბლაჰოვიჩია

UFC 253-ის ფარგლებში გულშემატკივარმა ორი სატიტულო ბრძოლა იხილა. მრავალი წლის შემდეგ აბუ დაბიში ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი გამოვლინდა. ვაკანტური ტიტულისთვის ერთმანეთს დომინიკ რეიესი და იან ბლაჰოვიჩი დაუპირისპირდნენ.

ბუკმეიკერებმა ბრძოლამდე გამოკვეთილ ფავორიტად რეიესი დაასახელეს, თუმცა, როგორც ყველამ ვნახეთ სცენარი პოლონელი ათლეტის სასარგებლოდ წარიმართა. ბლაჰოვიჩმა მეორე რაუნდში დომინიკ რეიესი ნოკაუტში გაუშვა და უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწია. 37 წლის მებრძოლი ჩემპიონის ქამარს, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ჯონ ჯონსს ეკუთვნოდა, მშობლიურ პოლონეთში ჩაიტანს.