ნახევარი წლის შემდეგ - ჯანო ანანიძე მოედანს დაუბრუნდა
ნახევარი წლის შემდეგ - ჯანო ანანიძე მოედანს დაუბრუნდა

ჯანო ანანიძე მოედანს დაუბრუნდა – 24 მარტის შემდეგ, საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა პირველად ითამაშა.

მოსკოვის „სპარტაკმა“ რუსეთის თასის 1/16-ფინალში ნოვოროსიისკში „ჩერნომორეცი“ 1:0 დაამარცხა. ანანიძე სათადაროგოებში იყო და მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა

„დაბრუნებას გილოცავთ ჯანო!“ – ასე გამოეხმაურა „სპარტაკის“ ოფიციალური გვერდი ტრავმამოშუშებული ქართველის მოედანზე დაბრუნებას.

ჯანო ანანიძე, 24 მარტს, საქართველოს და ლიეტუვას ნაკრებების თამაშში დაშავდა – 26 წლის ფეხბურთელმა მუხლის ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და ოპერაციის შემდეგ ხანგრძლივი სარებილიტაციო კურსი დასჭირდა. ჯანოს მოედანზე დასაბრუნებლად ზუსტად ნახევარი წელი დასჭირდა. 

დაეხმარება თუ არა ანანიძე საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგაზე ოქტომბერში დაგეგმილ შეხვედრებში ანდორასთან (13 ოქტომბერს) და ლატვიასთან (16 ოქტომბერს), ეს ჯერ ცნობილი არაა.