ნახევარფინალში გასასვლელად ბასილაშვილი ცონგას შეხვდება
ნახევარფინალში გასასვლელად ბასილაშვილი ცონგას შეხვდება

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პარასკევს მეოთხედფინალს ჩაატარებს ქალაქ მეცის ATP250 კატეგორიის ტურნირზე. მისი მეტოქე იქნება ცნობილი ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა, რომელიც დღეს მსოფლიოს 61-ე ჩოგანია.

ეს ჩოგბურთელები პროფესიულ ტურში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს – ორივეჯერ ლიონის გრუნტის ტურნირზე. მათ შორის ანგარიშია – 1:1. 2017 წელს, ცონგამ 6:2, 3:6, 6:1 მოიგო, 2019 წელს, ბასილაშვილმა – 6:4, 6:4.

ცონგამ მეცში ორი წრე გაიარა: ჯერ მოუგო ესპანელ ანდუხარს – 3:6, 6:1, 6:2, შემდეგ კი თანამემამულე ერბერს – 6:4, 6:3. ბასილაშვილი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, მერვედფინალში კი დაამარცხა გერმანელი იანიკ მადენი – 6:2, 7:6(6).

ბასილაშვილისა და ცონგას მეოთხედფინალი თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.