„ნაიკი“ საშუალებას მისცემს „ლივერპულს“, რომ სეზონი „ნიუ ბალანსის“ ფორმით დაასრულოს
„ნაიკი“ საშუალებას მისცემს „ლივერპულს“, რომ სეზონი „ნიუ ბალანსის“ ფორმით დაასრულოს

სპორტული ეკიპირების ამერიკული მწარმოებელი „ნაიკი“ (Nike) არ მოითხოვს „ლივერპულისგან“ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადების შესრულებას და საშუალებას მისცემს მერსისაიდულ კლუბს, რომ სეზონი „ნიუ ბალანსის“ ფორმით დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, თითქმის ყველა ევროპული ჩემპიონატი და მათ შორის ინგლისის პრემიერლიგა განუსაზღვრელი დროით შეჩერდა, რის გამოც სეზონის დასრულება ადრე ჩანიშნულ ვადებში ვერ მოხერხდება, კონტრაქტის მიხედვით კი „ლივერპული“ „ნაიკის“ ეკიპირებაზე უკვე ზაფხულში უნდა გადასულიყო.

„ნაიკიში“ აცადებენ, რომ ვადის გახანგრძლივება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო და იმედს იტოვენებ, რომ 2020-21 წლების სეზონში მერსისაიდელებთან თანამშრომლობას შეუფერხებლად დაიწყებენ.