ნაგოია ბაშოს ბოლო საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი დამარცხდა და დადებითი ბალანსი ვერ მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ივლისის ბაშოზე ტოჩინოშინმა ბოლო ბრძოლა გამართა. დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად ქართველ სუმოისტს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.

ტოჩინოშინსა და მის დღევანდელ მეტოქეს, იუტაკაიამას ზუსტად თანაბარი ბალანსი ჰქონდათ (7 მოგება და 7 მარცხი), ურთიერთშეხვედრებში კი ლევან გორგაძის უპირატესობა ძალიან დიდი იყო. ეს სპორტსმენები აქამდე ექვსჯერ შეხვდენენ ერთმანეთს და ექვსივეჯერ ქართველმა გაიმარჯვა.

სამწუხაროდ, იუტაკაიამამ მეშვიდე ცდაზე ქართველი სპორტსმენის დამარცხება მაინც მოახერხა და ტოჩინოშინმა ივლისის ტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა.