ნაგოია ბაშო მიტაკეუმიმ მოიგო (ვიდეო)

ნაგოია ბაშო დღეს დასრულდა, მაგრამ იმპერატორის თასის მფლობელის ვინაობა ტურნირის მე-14 დღეს გახდა ცნობილი. სეკივაკე მიტაკეუმიმ ტოჩიოძანი დაამარცხა და 13 გამარჯვებითა და ერთი მარცხით იმპერატორის თასის მფლობელი გახდა (13-2-ზე ტურნირის დასრულებისას). ახალგაზრდა იაპონელმა სეკიტორმა კარიერაში პირველი ბაშო მოიგო.

საგულისხმოა, რომ მიტაკეუმი ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) კარგი მეგობარია. როდესაც ლევანმა იანვრის ბაშო მოიგო, პირველმა სწორედ იაპონელმა მიულოცა და ქართველი სპორტსმენი მან ინტერვიუშიც ახსენა –

„ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა თავი ხელში ავიყვანე და ორთაბრძოლა მოვიგე. როდესაც ტოჩინოშინი ოძეკი გახდა ამან ფრთები შემასხა და თავდაჯერება მომცა, რომ მეც შემიძლია ოძეკის რანგის მოპოვება. ჩვენ ერთად ხშირად ვვარჯიშობთ, რამაც ნაყოფი გამოიღო და ახლა მეც მოვიგე იმპერატორის თასი.“

სამწუხაროდ რანგით მეორე, ჯურიო დივიზიონში ასპარეზობა უარყოფითი ბალანსით დაასრულა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი), რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ჯურიოს მე-9 ნომერი აღარ იქნება, მაგრამ დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.