ნაგლიაშვილი და მამიაშვილი მესამე წრეში იასპარეზებენ - პარიზის დიდი სლემი
ნაგლიაშვილი და მამიაშვილი მესამე წრეში იასპარეზებენ - პარიზის დიდი სლემი

პარიზში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირზე ძიუდოში ორი ქართველი – თორნიკე ნაგლიაშვილი (66კგ.) და ალეკო მამიაშვილი (73კგ .) მესამე წრეში იასპარეზებენ.

ასევე მედლისთვის ბრძოლას ტატიანა ლევიცკა-შუკვანიც (52კგ.) აგრძელებს. სამწუხაროდ, ტურნირს ეთერ ლიპარტელიანი გამოეთიშა, რომელიც ისრაელის წარმომადგენელთან დამატებით დროში დამარცხდა.

ასპარეზობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ: მარიამ ჯანაშვილი (52კგ.), ბექა წიფიანი (66კგ.) და თორნიკე გვიჭიანი (73კგ.).