ნაგელსმანმა „რეალის“ შემოთავაზება უარყო

17:27, 09.08.2020

„ლაიპციგის“ მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი ამტკიცებს, რომ „სამეფო კლუბიდან“ შემოთავაზება ჰქონდა, მაგრამ უარი განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა სატელეფონო მოლაპარაკებები, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ეს ნაბიჯი არ უნდა გადამედგა, – ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Marca. – „რეალის“ მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი ვიყავი და კანდიდატთა სია, საკმაოდ მოკლე იყო.

იმ ეტაპზე უარი განვაცხადე, მაგრამ შევთანხმდით, რომ მომავალში თუ „რეალს“ მწვრთნელი დასჭირდება, მოლაპარაკებები შეგვიძლია, ისევ განვაახლოთ“, – ამბობს „ლაიპციგის“ თავკაცი.

შეგახსენებთ, რომ ნაგელსმანის შეგირდები ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში სხვა მადრიდულ კლუბს, „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი