ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრებთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
ნაგელსმანმა გერმანიის ნაკრებთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი ბოლო არ იქნება იულიან ნაგელსმანისთვის გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში.

გერმანელმა სპეციალისტმა ოფიციალურად გაახანგრძლივა ხელშეკრულება ქვეყნის საფეხბურთო კავშირთან 2028 წლის ზაფხულამდე.

2028 წელს დიდ ბრიტანეთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

იულიან ნაგელსმანი გერმანიის ნაკრებს 2023 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით ბუნდესტიმმა საშინაო ევრო 2024-ზე მეოთხედფინალამდე მიაღწია.