ნაგელსმანი – გერმანიის სუპერთასი ჩემთვის მხოლოდ დასაწყისია #1TVSPORT

12:57, 18.08.2021

„ბაიერნმა“ მეცხრედ მოიგო გერმანიის სუპერთასი, ნაგელსმანმა კი კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.

მიუნხენელთა ახალდანიშნული მთავარი მწვრთნელი გამარჯვებას საკუთარ დამსახურებად არ მიიჩნევს, თუმცა აღნიშნავს, რომ გერმანიის სუპერთასი მისთვის მხოლოდ დასაწყისია.

„სუპერთასი გასული სეზონისა და ჰანს ფლიკის დამსახურებაა, – ციტირებს „ბილდი“ ნაგელსმანის სიტყვებს. რა თქმა უნდა, გახარებული ვარ, რომ ჩემს კოლექციაში სუპერთასი გაჩნდა. ეს დასაწყისია და ვაპირებ, „ბაიერნთან“ ერთად კიდევ მრავალი ტიტული მოვიპოვო“, – ამბობს მიუნხენური კლუბის მთავარი მწვრთნელი.

მსგავსი