ნაგელსმანი „ბარსელონას“ დამარცხებაზე – ვფიქრობ, შესანიშნავად ვითამაშეთ #1TVSPORT
BARCELONA, SPAIN - SEPTEMBER 14: Julian Nagelsmann, Manager of Bayern Munich reacts as Thomas Muller of Bayern Munich looks on during the UEFA Champions League group E match between FC Barcelona and Bayern Muenchen at Camp Nou on September 14, 2021 in Barcelona, Spain. (Photo by David Ramos/Getty Images)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში „ბაიერნი“ კატალონიურ გრანდს ესტუმრა და საკუთარ სტადიონზე სამი უპასუხო ბურთი გაუტანა – 0:3.
მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა „ბარსელონასთან“ მატჩი შეაფასა და საკუთარი შეგირდები შეაქო:
„ვფიქრობ, შესანიშნავად ვითამაშეთ და ეს გახდა ჩვენი წარმატების მიზეზი, – მოჰყავს „ბაიერნის“ მწვრთნელის სიტყვები უეფა-ს პრესსამსახურს, – პირველი 7-8 წუთი პრობლემები გვქონდა, რადგან ჩვენს თამაშს თავდაჯერებულობა აკლდა, მაგრამ ყველაფერი მალე გამოვასწორეთ“.
ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩს „ბაიერნი“ 29 სექტემბერს კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს.
