ნაგელსმანი „ბაიერნის“ „მიუნხენგლადბახთან“ წაგებულ მატჩზე - ჩვენ ადამიანები ვართ და არა მანქანები #1TVSPORT
ნაგელსმანი „ბაიერნის“ „მიუნხენგლადბახთან“ წაგებულ მატჩზე - ჩვენ ადამიანები ვართ და არა მანქანები #1TVSPORT

„ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა მისი გუნდის „მიუნხემგლადბახთან“ სენსაციური მარცხის შესახებ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ გერმანიის თასის 1/16 ფინალურ მატჩში „მიუნხენგლადბახისგან“ ხუთი უპასუხო ბურთი გაუშვა (0:5) და კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაიმსახურა

„ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მომენტია, – ციტირებს ნაგელსმანის სიტყვებს Deutsche Zeitung. – ჩვენ კი ადამიანები ვართ და არა მანქანები. ახლა ის დაგვრჩენია, რომ კვლავ დავამტკიცოთ – „ბაიერნი“ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია“.

საინტერესოა, რომ „ბაიერნს“ აქამდე ხუთბურთიანი სხვაობით 43 წლის განმავლობაში არ წაუგია.

დატოვე კომენტარი