„ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინა შესაძლოა, გაზის ტრანზიტის გარეშე დარჩეს
„ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინა შესაძლოა, გაზის ტრანზიტის გარეშე დარჩეს

რუსი, გერმანელი და უკრაინელი პოლიტიკოსების ნაწილის მოქმედების გათვალისწინებით, უკრაინა 2019 წლის შემდეგ შესაძლოა, გაზის ტრანზიტის გარეშე დარჩეს, – ამის შესახებ უკრაინის „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

ანდრეი კობოლიევის თქმით, „ნაფტოგაზი“ ძალისხმევას არ იშურებს, რომ რუსული გაზის ტრანზიტი 2019 წლის შემდეგაც გაგრძელდეს, თუმცა ტრანზიტის შენარჩუნების გარანტიები არ არსებობს.

იანვარში ბრიუსელში უკრაინის, რუსეთისა და ევროკომისიის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა, სადაც 2019 წლის შემდეგ გაზის ტრანზიტის საკითხი განიხილეს.

სწორედ მიმდინარე წელს ეწურება რუსულ „გაზპრომსა“ და უკრაინულ „ნაფტოგაზს“ შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა. რუსეთში აცხადებენ, რომ ეკონომიკური სარგებლის არსებობის შემთხვევაში, უკრაინის გავლით ბუნებრივი აირის ტრანზიტი გაგრძელდება.