ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციაში (ATP) თავისი ბოლო სეზონის გეგმებზე ილაპარაკა.
„ვისურვებდი, რომ ისევ ვიყო კონკურენტუნარიანი. მე არ ვოცნებობ, დავბრუნდე და მოვიგო როლან გაროსი ან ავსტრალიის ღია პირველობა. არ მინდა, ხალხი შეცდომაში შევიყვანო – მესმის, რომ ცხოვრებისა და კარიერის ამ ეტაპზე აქამდე ბევრი მიკლია. თუმცა, ვერ ვიტყოდი, რომ ეს შეუძლებელია, რადგან სპორტში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება.
თითქმის დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ჩემი ბოლო სეზონი იქნება. მე არ მჯერა ჯადოქრობის, მაგრამ თუ სხეული უცებ აღდგება გრძელი პაუზის შემდეგ და მე ისევ ვიგრძნობ საკუთარ თავში ძალასა და ენერგიას… ვფიქრობ, მეტი სიცხადე ორი თვის შემდეგ იქნება, სადღაც ნოემბრის შუაში. ეს ჩემი დედლაინია. ახლა კვირაში სამჯერ, 40-40 წუთი ვვარჯიშობ“, – განაცხადა ნადალმა გამოცემა Movistar Tennis-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
უფრო ადრე 37 წლის ესპანელმა გამოაცხადა, რომ 2024 წლის სეზონი ბოლო იქნება მის კარიერაში.