ნადალმა შესაძლოა ამ სეზონში აღარ ითამაშოს
ნადალმა შესაძლოა ამ სეზონში აღარ ითამაშოს

მსოფლიოს პირველი ჩოგანის, ესპანელი რაფაელ ნადალის მწვრთნელმა – კარლოს მოიამ თავისი შეგირდის დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა.

„რაფას დაბრუნებასთან დაკავშირებით, ჩვენ არანაირი დედლაინი არ გვაქვს. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ის შეძლებს პარიზის „მასტერსზე“ თამაშს. თუ პარიზისთვის აღდგენას ვერ მოასწრებს, მაშინ ითამაშებს ლონდონში – წლის შემაჯამებელ ტურნირზე ან უკვე მომდევნო სეზონში დაბრუნდება.
რეიტინგის პირველი საფეხურის შენარჩუნება არ არის პრიორიტეტული. შესაძლოა, თვენახევრის წინ, ჩვენ კონცენტრირებული ვყოფილიყავით ამაზე, მაგრამ საქმეში ტრავმა ჩაერია. ჯანმრთელობა ყოველთვის იყო რაფასთვის პირველ ადგილზე” – განაცხადა მოიამ Marca-სთვის მიცემულ კომენტარში.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს წინააღმდეგ, ნადალმა აშშ-ის ღიას ნახევარფინალის დასრულება ვერ შეძლო. წლის ბოლო დიდი მუზარადის შემდეგ, ესპანელმა განაცხადა, რომ პეკინსა და შანხაიში ტურნირებს გამოტოვებს.