რაფაელ ნადალს კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT
რაფაელ ნადალს კორონავირუსი დაუდასტურდა #1TVSPORT

მსოფლიოს მეექვსე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ კორონავირუსით დაავადდა.

„აბუ დაბიდან ესპანეთში დაბრუნების შემდეგ, კორონავირუსზე ტესტი ჩავაბარე და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ქუვეითშიც და აბუ დაბიშიც ყოველ ორ დღეში გვიტარდებოდა ტესტირება. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ბოლო ტესტი პარასკევს ჩატარდა“, – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ ნადალმა.

გასულ კვირას ესპანელმა აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და ორიდან ორ მატჩში დამარცხდა – ჯერ წააგო ნახევარფინალი ბრიტანელ ენდი მარეისთან, შემდეგ მესამე ადგილისთვის შეხვედრა კანადელ დენის შაპოვალოვთან.