ნადალმა ჯოკოვიჩთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
ნადალმა ჯოკოვიჩთან დაპირისპირებაზე ისაუბრა

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა თავის მოწინააღმდეგეზე,სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩზე ისაუბრა.

„მე ჯოკოვიჩთან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს, მაგრამ თუ მკითხავენ, მსურს თუ არა, რომ მას „დიდი სლემის“ ჩემზე მეტი ტურნირი ჰქონდეს მოგებული, ვუპასუხებდი – რომ არა.

ეს სუფთა პროფესიონალური საკითხია, რასაც არც ვმალავ. თქვენ ნოვაკს თუ ჰკითხავთ, „როლან გაროსზე“ საკუთარი თავის გარდა ვის გამარჯვებას ისურვებდა, ის აუცილებლად ტიმს დაასახელებს. ასეთია რეალური ცხოვრება, არანაირი პირადი დაპირისპირება.“

შეგახსენებთ, რომ ესპანელს 19-ჯერ აქვს „დიდი სლემის“ ტურნირები მოგებული, ჯოკოვიჩს კი 17-ჯერ.