ნადალმა გამოაცხადა, რომ ტრავმის შემდეგ ვარჯიშებს დაუბრუნდა #1TVSPORT
ნადალმა გამოაცხადა, რომ ტრავმის შემდეგ ვარჯიშებს დაუბრუნდა #1TVSPORT

ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ტრავმის შემდეგ ვარჯიშები განაახლა, – ამის შესახებ „დიდი სლემის“ ტურნირების 21-გზის ჩემპიონმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„დღეს, ოთხკვირიანი პაუზის შემდეგ, პირველი მსუბუქი ვარჯიში ჩავატარე კორტზე. შესანიშნავია ისევ მიწაზე რომ დავდგი ფეხი“, – დაწერა ნადალმა.

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს გამოცხადდა იმის შესახებ, რომ რაფაელ ნადალი ტრავმის გამო ოთხ-ექვს კვირას გამოტოვებდა. ესპანელმა ვერ ითამაშა მონაკოს „მასტერსზე“ და ასევე არ იქნება მიმდინარე კვირას ბარსელონას ტურნირზე. როლან გაროსამდე მისი გეგმების შესახებ ჯერ უცნობია.