ნადალმა ბალახზე პირველი მატჩი წააგო
ნადალმა ბალახზე პირველი მატჩი წააგო

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა პირველი მატჩი ჩაატარა ბალახის საფარზე. ესპანელმა უიმბლდონისთვის მზადება ჰერლინგემის საჩვენებელ ტურნირში ხორვატ მარინ ჩილიჩთან შეხვედრით დაიწყო. ნადალმა ზუსტად ერთ საათში ორ სეტში წააგო – 3:6, 3:6. რაფამ ერთი ბრეიკი შეასრულა და ოთხჯერ დათმო საკუთარი მოწოდება.

შემდეგ მატჩს ჰერლინგემში ნადალი ფრანგ ლუკ პუიეს წინააღმდეგ გამართავს.

ამ საჩვენებელ ტურნირში ასევე თამაშობენ ავსტრიელი დომინიკ ტიმი, ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი, იაპონელი კეი ნიშიკორი, კვიპროსელი მარკოს ბაღდატისი, სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი და კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალმა უიმბლდონზე მესამე განთესვის ნომერი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ATP-ის კლასიფიკაციაში მეორე ადგილზეა. მასზე წინ მსოფლიოს მესამე ნომერი – როჯერ ფედერერი დააყენეს.