ნადალმა 2019 წლის უიმბლდონის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა ბალახის კორტზე #1TVSPORT

20:56, 22.06.2022
Rafael Nadal during his ATP EXHO singles match against Stan Wawrinka on day two of the Giorgio Armani Tennis Classic at the Hurlingham tennis club. Picture date: Wednesday June 22, 2022. (Photo by John Walton/PA Images via Getty Images)

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ინგლისის ჰარლინგემში საგამოფენო ტურნირში შვეიცარიელი სტენ ვავრინკა დაამარცხა.

შეხვედრა მხოლოდ საათი და ერთი წუთი გაგრძელდა და ორ სეტში დასრულდა – 6:2, 6:3. პირველ სეტში ნადალმა სამი ბრეიკი შეასრულა და ერთხელ დათმო თავისი მოწოდება, მეორე პარტიაში კი ერთი ბრეიკის წყალობით მოიგო.

ნადალისთვის ეს იყო პირველი მატჩი ბალახის საფარზე 2019 წლის უიმბლდონის შემდეგ. ამ პაუზამ 1076 დღე შეადგინა.

მსგავსი