ნადალის ტრავმა სერიოზული არ არის
2018 US Open Tennis Tournament- Day Twelve. Rafael Nadal of Spain in action against Juan Martin Del Potro of Argentina in the Men's Singles Semi Final match on Arthur Ashe Stadium at the 2018 US Open Tennis Tournament at the USTA Billie Jean King National Tennis Center on September 7th, 2018 in Flushing, Queens, New York City. (Photo by Tim Clayton/Corbis via Getty Images)
მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი დარწმუნებულია, რომ იმ ტრავმის გამო, რომელიც არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს წინააღმდეგ აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში მიიღო, ხანგრძლივი შესვენება არ დასჭირდება.
„დარწმუნებული ვარ, არ დამჭირდება ნახევარი წელი მკურნალობა. ეს ის ტრავმა არ არის, როცა რაღაც გაქვს მოტეხილი. ეს ტენდინიტია. უნდა მიიღო გადაწყვეტილება – ან მოიცდი, სანამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელდები, ან ტკივილით გააგრძელებ თამაშს“, – განუცხადა ნადალმა აშშ-ის ღიას ოფიციალურ გვერდს.
ასეა თუ ისე, უკვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ რაფა დევისის თასის ნახევარფინალსა და ჩინური ტურნირების დიდ ნაწილს გამოტოვებს. ნადალის მთავარი მიზანი წლის შემაჯამებელი ჩემპიონატისთვის მაქსიმალურად კარგად მომზადება იქნება.