ნადალის ბიძა - რაფაელი უიმბლდონზე ითამაშებს #1TVSPORT
ნადალის ბიძა - რაფაელი უიმბლდონზე ითამაშებს #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის ჩემპიონის რაფაელ ნადალის ბიძამ ილაპარაკა იმის შესახებ, შეძლებს თუ არა მისი ნათესავი უიმბლდონზე თამაშს.

„რაფაელი ითამაშებს უიმბლდონზე. რამდენადაც მე მესმის, რაფას ტრავმას არ ექნება გრძელვადიანი შედეგი, მაგრამ ახლა მას უჭირს თამაში დაზიანების გამო. არსებობს ოპერაციის გაკეთების ვარიანტი, თუმცა ამის შემდეგ ის ვერ შეძლებს უმაღლეს დონეზე გამოსვლას. ამიტომაც რაფას არ სურს ახლა ოპერაციის გაკეთება.

მე მას ველაპარაკე როლან გაროსის შემდეგ და პირველი, რაც მითხრა იყო ის, რომ მას ჯერ ისევ ტკივა. გუშინ კი მიპასუხა, რომ გაცილებით უკეთ გრნობს თავს. მას ვარჯიშის სურვილი აქვს. თუ რაფას თუნდაც მცირე შანსი ექნება, ის ითამაშებს უიმბლდონზე. ორშაბათს ის კორტზე აპირებს გასვლას“, – მოჰყავს ტონი ნადალის სიტყვები Tennis.net-ს.