ნადალი ვენის ტურნირს გამოტოვებს, მაგრამ პარიზის „მასტერსში“ მიიღებს მონაწილეობას
ნადალი ვენის ტურნირს გამოტოვებს, მაგრამ პარიზის „მასტერსში“ მიიღებს მონაწილეობას

ვენაში ATP500-ის ტურნირის ორგანიზატორებმა დაადასტურეს, რომ ავსტრიის დედაქალაქში არ ითამაშებს ესპანელი რაფაელ ნადალი.

„გასულ კვირას გვქონდა მასთან კონტაქტი. ის არ ჩამოვა“, – განაცხადა ტურნირის დირექტორმა ჰერვიგ სტრაკამ.

ვენაში აპირებს გამოსვლას მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი და მოქმედი ჩემპიონი დომინიკ ტიმი.

პარალელურად ნადალმა დაადასტურა, რომ მონაწილეობას მიიღებს პარიზის „მასტერსში”, რომელიც 26 ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე გაიმართება.

„დადგა დახურული კორტების დრო. ეს ფოტო გადაღებულია ჩემს აკადემიაში ვარჯიშის დროს. დიახ, პარიზის „მასტერსისთვის“ ვემზადები“, – დაწერა საკუთარ „ტვიტერზე“ მსოფლიოს მეორე ჩოგანმა.

შეგახსენებთ, 34 წლის ნადალმა 11 ოქტომბერს მეცამეტედ მოიგო როლან გაროსი. ეს ტიტული ესპანელისთვის მე-20 იყო „დიდი სლემის“ ტურნირებზე და ამ მაჩვენებლით ის შვეიცარიელ როჯერ ფედერერს დაეწია.

ასევე ცნობილია, რომ ნადალი გამოტოვებს წლის შემაჯამებელ ტურნირს, რომელიც ლონდონში 15-22 ნოემბერს გაიმართება.