ნადალი „უიმბლდონამდე“ არ ითამაშებს
ნადალი „უიმბლდონამდე“ არ ითამაშებს

„როლან გაროსის“ 12-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა პარიზში ტრიუმფის შემდეგ სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ არ ითამაშებს „უიმბლდონამდე“ ბალახის ტურნირებზე.

„გასულ წელს, „უიმბლდონი“ ჩემთვის წარმატებული იყო. ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დამაკლდა. მიყვარს ბალახზე თამაში, მაგრამ, ახლა, აღარ შემიძლია რვა-ცხრა კვირა შეუსვენებლივ კორტზე ყოფნა, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი. ამიტომაც, „უიმბლდონამდე“ არსად თამაშს არ ვაპირებ. გასულ წელს, მე თითქმის შევძელი ფინალში გასვლა. ამიტომაც, არ ღირს რაიმეს შეცვლა“.

2018 წელს, „როლან გაროსის“ შემდეგ, ნადალმა „უიმბლდონამდე“ დაისვენა, ლონდონში კი ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ხუთ სეტში წააგო სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან.