ნადალი საკუთარი საჩოგბურთო აკადემიის ფილიალს ქუვეთში ხსნის

20:48, 05.02.2020

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი აგრძელებს თავისი საჩოგბურთო აკადემიის განვითარებასა და გაფართოებას და აპირებს გახსნას ფილიალი ქუვეითში.

ესპანელის საჩოგბურთო სკოლა განთავსებული იქნება შეიხ ჯაბერ ალ-აჰმედ ალ-ჯაბერ ას-საბაჰის საერთაშორისო საჩოგბურთო ცენტრში, რომელსაც 18 კორტი გააჩნია.

მსოფლიოს მეორე ჩოგანი უკვე ჩავიდა ქუვეითში და იქ საჩვენებელ შეხვედრას ჩაატარებს თანამემამულე დავიდ ფერერთან.

შეგახსენებთ, რომ ნადალი 7 თებერვალს, სამხრეთ აფრიკაში საჩვენებელ საქველმოქმედო მატჩს ჩაატარებს როჯერ ფედერერის წინააღმდეგ.

მსგავსი