ნადალი საკუთარ იახტას ყიდის
ნადალი საკუთარ იახტას ყიდის

„დიდი სლემის“ ტურნირების 18-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა გასაყიდად გამოიტანა საკუთარი იახტა, რომელსაც „ბეთჰოვენი“ ჰქვია. ესპანელმა ის 2016 წელს შეიძინა.

როგორც ბრიტანული გაზეთი „დეილი მეილი“ (Daily Mail) წერს, ესპანელი ჩოგბურთელი იახტას 2.5 მილიონ ევროდ ყიდის. ნადალის თქმით, ის „ბეთჰოვენით“ მოგზაურობდა იმისთვის, რომ განმარტოვებით ყოფილიყო. რაფა ხშირად გადიოდა ზღვაში თავისი მშობლიური კუნძულიდან მალიორკადან.

„ბეთჰოვენს“ შეუძლია საათში 56 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობა. მისი სიგრძე 23 მეტრია. იახტას ოთხი საძინებელი აქვს.

პირველ ივლისს იწყება უიმბლდონი, რომელშიც ნადალი მესამე ნომრად არის განთესილი.