ნადალი როლან გაროსზე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
ნადალი როლან გაროსზე ვერ ითამაშებს #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი, დიდი ალბათობით, არ ითამაშებს 2023 წლის როლან გაროსზე.

როგორც გამოცემა Relevo წერს, 36 წლის ესპანელი ჩოგბურთელი კვლავინდებურად გრძნობს დისკომფორტს წელის კუნთების დაზიანების გამო.

ელოდებიან, რომ ნადალი კორტს ბალახის სეზონის დასაწყისში დაუბრუნდება.

რაფაელ ნადალი იანვრიდან არ თამაშობს და სრულად გამოტოვა თავისი საყვარელი გრუნტის სეზონი.