ნადალი მოგებით დაბრუნდა

09:37, 27.02.2019

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა იანვარში ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის წაგების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა.

ნადალი მექსიკის აკაპულკოს ტურნირში ჩაება და პირველ წრეში გერმანელი მიშა ზვერევი დამაჯერებლად დაამარცხა – 6:3, 6:3.

ესპანელმა თითო სეტის მოგებას 40 წუთი მოანდომა. მან ერთადერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა მეტოქეს, რომელიც გერმანელმა ვერ გამოიყენა. თავად ნადალმა შვიდიდან სამი ბრეიკ-პოინტის გამოყენება შეძლო.

მეორე რაუნდში რაფას უფრო სერიოზული მეტოქე ეყოლება ავსტრალიელი ნიკ კირგიოსის სახით.

მსგავსი